ლედი გაგა New York-ის სიმბოლო გახდა.

Saturday, 4 September 2010

 სრულიად კანონზომიერად 24 წლის ლედი გაგა ნიუ-იორკის მთავარი კუმირი გახდა.თავისუფლების ქანდაკებაში მისი გამოსახულება ჟურნალ "V"-ს ყდაზე მოხვდა.
 "როგორც თავისუფლების ქანდაკება გახდა დიდი საჩუქარი ნიუ იორკელებისათვის ფრანგებისაგან,ისე ლედი გაგაა დიდი საჩუქარი პოპ-კულტურაში და მოდაში როგორც ჩვენთვის ისევე მთელი მსოფლიოსთვის.ის ჟურნალ "V"-ს ფილოსოფიას შეიცავს და კვებს ქალაქს იმედითა და კრეატიულობით.როდესაც ჩვენ ნიუ-იორკის სიმბოლოზე ვმუშაობდით,თავში მაშინვე გაგა მოგვივიდა.პირველი გამოშვების ერთი წლის თავზე ლედი გაგა უფრო დაიხვეწა და ნამდვილ მუზად იქცა.ლედი გაგა ჩვენი ქალაქის ნამდვილი საყრდენია." ამბობს რედაქტორი სტივენ გენი
 ფოტოსესიაში მრავალმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა.მათ შორის არიან: მარკ რონსანი,ჯეიკ შირსი,ტაისან ბალოუ,მარინა აბრამოვიჩი,ტრანსვესტიტი ლედი ბანი და ა.შ.
  "მართალია ამ ქალაქში ბინის ქირა უძვირესია,ყველას ერთმანეთი სძულს,მიწისქვეშები-კოშმარია,ხან ცხელა,ხანაც ცივა,სიგარეტის კოლოფი 13$-ია,მაგრამ ეს მაინც საუკეთესო ქალაქია მსოფლიოში,სადაც შეიძლება გახდე ის,ვინც გინდა.ნომერში- 26 ნიუ იორკელი რომლებიც აქცევენ ქალაქს ისეთად როგორიც არის" -წერს გამომცემლობა წინასიტყვაობაში.ეს ნომერი 2 სექტემბერს გამოვიდა გაყიდვაში

0 comments:

Post a Comment