Lady Gaga-ინტერვიუ ''Teen Vogue''-სთვის

Wednesday, 1 September 2010
Lady GaGa-მ ინტერვიუ მისცა ''Teen Vogue''-ს , რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მომღერალი ინტერვიუს ჩასაწერად ''სტეფანი ჯერმანოტას'' (ლედი გაგას ნამდვილი სახელი) იმიჯით წარსდგა

ლედი გაგა თავის ახალ M.A.C. Viva Glam-ის პროდუქციაზე:
''მე შევქმენი ტუჩსაცხი, რომლის ფერია "Pink Nouveau". ეს ახალი ფერია. ჩვენი ტუჩსაცხი უკვე მთელ მსოფლიოში იყიდება. შემოსული თანხა კი შიდსით დაავადებულ ადამიანებს მოხმარდება.მე არ მიზრუნია მის დიზაინზე რადგან მინდოდა, ხალხს ის სიკეთის გაკეთების სურვილით, გამიზნულად ეყიდათ. ერთია, როდესაც ადამიანი ყიდულობს ტუჩსაცხს ლამაზი დიზაინის გამო და მეორეა როდესაც მას იმისთვის ყიდულობს, რომ სიკეთე გააკეთოს. მინდა რაც შეიძლება ბევრმაა ხალხმა აკეთოს კეთილი საქმე.''

შიდსი:
''მთელ მსოფლიოში 13-15 წლის გოგონები კარგავენ ქალიშვილობას და ავადდებიან შიდსით. თითოეული კი ფიქრობს: ''ეს მე არ დამემართება'' , ''ეს გეების დაავადებაა'' .. .. მაგრამ ეს არ არის მართალი ! იხმარეთ პრეზერვატივები, უკეთესს შემთხევაში კი საერთოდ უარი თქვით სექსზე.ამის გაკეთება არც პირველ და არც მეოთხე პაემანზე არ არის საჭირო. სექსი არ არის საჭირო, რომ შეიგრძნო სიყვარული.2 წლის წინ მე ცელებათის ფიცი დავდე, ახლაც ცელებატი ვარ და მომავალშიც ვიქნები !'' (ცელებატი:ადამიანი, რომელმაც უარი თქვა ინტიმურ ურთიერთობებზე) 

მოდაზე და თავის ფანებზე: 
''როდესაც სკოლაში ვსწავლობდი,მოდა სიმდიდრესთან ასორცირდებოდა.მე კი ასე არ ვფიქრობდი. მოდა ხელოვნებაა.მას არანაირი კავშირი არ აქვს ფულთან.მე ხელს ვაწერინებ მონსტრბს ჩემს "Birkin"-ის ჩანთაზე... იცით, ჩემო პატარებო,ეს ყაფერი თქვენთვის რომ არ კეთდებოდეს, მე არასოდეს მივცემდი თავს უფლეაბს, რომ ეს ჩანთა მეყიდა, რადგან ვფიქრობ, როდესაც ქვეყნად ამდენი გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს, მე მათ უნდა დავეხმარო და არა ძვირად ღირებული ჩანთები ვიყიდო.მაგრამ ჩემთვის ჩემი მონსტრები ყველაზე ძვირფასია. მათი ხელმოწერები ჩანთაზე ჩემთვის ხელოვნების ნიმუშია. ''


საკუთარ თავზე:
''იცით, მე არასოდეს მიცდია ვყოფილიყავი ''მაგარი გოგო'' სკოლაში.მე სკოლა-მონასტერში ვცხოვორბდი,ჩემთვის მუსიკა, კეთილი საქმის კეთება და წიგნები მთავარი იყო.მაგრამ როდესაც შენ მოგაყენებენ შეურაწყოფას,დაგამცირებენ, გადაგთელავენ, გაგანადგურებენ...მაშინ გიწევს ჩაიხედო სულში და გახდე ძლიერი...მაშინ გიწევს გააკეთო ის რაც შენს მორალს და შინაგან ბუნებას არ შეესაბამება!... და ბოლოს, შენ მიხვდები,რომ ვერასოდეს იქნები ბედნიერი, საკუთარი თავი შენ თვითონ თუ არ შეიყვარე !"


წყარო: Www.Angel.Ge

0 comments:

Post a Comment