Lady GaGa ბრუნდება ცნობილი კომიქსების Bluewater Productions-ის სერიების ფურცლებზე.
მომღერალი ამას ვერც კი წარმოიდგენდა ამ წლის მაისში როცა პირველად გამოჩნდა მის ფურცლებზე.ამ კომიქსში მან აღწერა თავისი ცხოვრების ისტორია.ეს ტირაჟი ერთ კვირაში გაიყიდა.ეს არ იყო ჩვეულებრივი ბიოგრაფია და ხალხს მოეწონა ასეთი მიდგომა.
ნოემბერში კვლავ დაიბეჭდება Lady GaGa-ზე შედგენილი ახალი კომიქსი პროექტ "Fame:Lady GaGa"-ში.ამ ნაწილში კი ნაკლებად შეიძლება მივადევნოთ თვალი მომღერლის კარიერის აღმავლობას და ცხოვრებას,ყურადღება უფრო მეტად გამახვილებული იქნება გაგას ვარცხნილობაზე,სცენურ დრამასა და კოსტუმების მრავალფეროვნებაზე.
Cw Cookie ყვებოდა: "ამ კომიქსებზე მუშაობა არაჩვეულებრივი იყო,უბრალოდ ძალზედ საინტერესოა რა ხდება "ფარდის უკან" და ცნობილი სახე რეალურად რას წარმოადგენს."
მხატვარ დენ გლასმა დაამატა,რომ მან შეიგრძნო ლედი გაგას მხატვრული და არტისტული გემოვნება:- "მე სიგიჯემდე გამიტაცა ამ გიჟურმა ჩაცმულობამ და სტილმა.ვფიქრობ რომ გაგას ფანები ნამდვილად აღფრთოვანებულები დარჩებიან წიგნით.
ეს კომპანია აგრეთვე თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ სახეებთან როგორებიც არიან: მიშელ ობამასთან,მაიკლ ჯექსონთან,სარა პალინთან და რობერტ პატინსონთან.
Lady GaGa ბრუნდება ცნობილი კომიქსების Bluewater Productions-ის სერიების ფურცლებზე
Posted by Lady Gaga's Georgian Fansite
Wednesday, 1 September 2010
Labels:
Bluewater Productions,
komix,
Lady GaGa,
Ledy GaGa,
The Fame
Subscribe to:
Post Comments (Atom)


0 comments:
Post a Comment