Lady GaGa(ნამდვილი სახელი - სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა, დაიბადა 1986 წლის 28 მარტს,წარმოშობით მომღერალი იტალიელია)სულ ორიოდე წელია რაც გამოჩნდა შოუ-ბიზნესში.მასზე ამ მცირე ხანში ალაპარაკდა მსოფლიო.იგი მუდმივად ყურადღების ცენტრში ექცევა,მისი ჩაცმულობის და სკანდალების მეშვეობით.მომღერალი მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა(გაგას მამაც მომღერალი გახლავთ).
გოგონა როდესაც წამოიზარდა,გადაწყვიტა მამის კვალს გაყოლოდა.თავდაპირველად იგი ბლუზის სტილში მღეროდა.
Lady GaGa-მდე...

მისი ხმით უამრავი ადამიანი იყო აღფრთოვანებული.ამ პერიოდში მან ალბომიც ჩაწერა “Red and Blue”....თუმცაღა მოგეხსენებათ,ახლა მასას მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ხმის ვოკალით ვერ მიიზიდავ.როდესაც გაგა ამას მიხვდა,დაიწყო კლუბებში სიმღერა და მოირგო უფრო სექსუალური იმიჯი მის მეგობარ Lady Starlight-თან ერთად.

ამის შემდეგ "აღმოაჩინეს" გაგა.მისმა რამოდენიმე პერფომანსმა,სადაც მას აბსოლიტურად სხვა იმიჯი ჰქონდა(ქერა თმა,თეთრი ექსტრაორდინალური კაბა,გამომწვევი მაკიაჯი და შედარებით მდარე ხარისხის მუსიკა-პოპი).აიყოლია უამრავი ადამიანი და ამის შემდეგ მას კონტარქტი გაუფორმეს Interescope Records-თან.

2008 წელს ამ კომპანიამ მას კლიპი გადაუღო “Poker Face” რომელიც 2008-2009 წლის ნამდვილი "ბომბა" ჰიტი აღმოჩნდა.
2009 წელს მან უკვე სოლო ალბომი გამოუშვა “The Fame”რომელშიც შესულმა სიმღერებმა მას უდიდესი წარმატება მოუტანა(ალბომში შესული სიმღერა "Just Dance" ოთხმა მილიონმა ადამიანმა იყიდა Itunes-ზე).ამ ალბომში შესული სიმღერები 2009-2010 წლის ჰიტები გახდა და პირველობას არ თმობდა მუსიკალურ ჩარტებში.

ამ პერიოდში მომღერალმა პოპულარობის არნახულ პიკს მიაღწია და მაშინ უკვე მასზე მსოფლიო ალაპარაკდა.ახალგაზრდა მომღერალს კრიტიკოსები მადონას ადარებენ.

მომღერალმა ყურადღების მისაქცევად სხვადასხვა ხერხებსაც მიმართა,მაგალითად ერთ-ერთ კონცერტზე მაყურებელს "პენისით" მოევლინა,ამის შემდეგ მასზე ლაპარაკობდა ყველა,რომ იგი ჰერმაფროდიტი იყო(ეს გაგას სკანდალია რომლითაც საზოგადოება აალაპარაკა იმისთვის,რომ მას უფრო მეტი პოპულარულობა მოეპოვებინა.რათქმაუნდა მომღერლები მასაზე თვლიან სკანდალებს და ამით თამაშობენ მაყურებლებზე,ეს ჩემი სუბიექტური აზრია).

გაგა არა მხოლოდ მღერის,არამედ შოუს "აკეთებს",კომერციულ შოუს.ჰოლივუდს მობეზრდა "თოჯინები" რომლებიც ყვავილებზე მღერიან.მომღერალმა ეს კარგად იცის,ამიტომაც არ იკეთებს არცერთ პლასტიკურ ოპერაციას.იგი გვაჩვენებს მის ნამდვილ სახეს და ამით იგებს სწორედ ხალხის გულს.2010 წელს მან გამოუშვა ალბომი The Fame Monster (სწორედ ამ ალბომში შესული სიმღერა BAD ROMANCE რომელზეც კლიპი გადაიღო გაგამ,Youtobe-ზე რეკორდი მოხსნა-ეს კლიპი საიტზე 300-მდე მილიონმა მაყურებელმა იხილა).ამ პერიოდში მან ოდნავ შეიცვალა სტილი და მონსტრის იმიჯი "დაიმკვიდრა".თუმცა მის მუსიკალურ შემოქმედებას ეს გარდასახვა დიდად არ დატყობია.მე მივიჩნევ,რომ იგი თანამედროვე მერილინ მენსონია,რომელიც მასისთვის გასაგებ "პაპსას" ასრულებს.

გოგონა ნამდვილი ტალნტია,ამას მისი მუსიკალური კარიერით მოპოვებული ჯილდოებიც გვიმტკიცებს.იხილეთ მომღერალზე რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი:
.გაგა Mtv Video Music Awards 2009 წლის დაჯილდოვებაზე აღიარეს როგორც საუკეთესო ახალ მომღერალ ქალად
.2010 წელს მან დაამყარა რეკორდი - Mtv Video Music Awards-ს 13 ნომინაციაში იქნა დასახელებული.
.მან აგრეთვე Mmva-ზე აიღო რამდენიმე ჯილდო.

.Ama-ს და Brit Awards-ის დაჯილდოებაც არ დატოვა უკვალოდ
AMA PERFOMACE
BRIT AWARDS
.გრემის ნომინაციაში ორი ჯილდო ხვდა წილად.
GRAMMY PERFOMANCE
გაგამ ითანამშროლმა ბიონსესთან,ელტონ ჯონთან.
LADY GAGA AND BEYONCE-TELEPHONE
LADY GAGA AND BEYONCE-VIDEO PHONE
Alejandro-<ამ კლიპმა> უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია.საზოგადოების ერთი ნაწილი ერთხმად აღნიშნავდა რომ კლიპი სატანისტურია და ღმერთს გმობს თუმცა გაოგნებულმა კლაინმა(კლიპის პროდუსერმა)ახსნა კლიპის შინაარსი რომ კლიპში ნაჩვენებია ქალი რომელსაც სურს თავისი გარდაცვლილი სატრფო გააცოცხლოს და ტკივილს ვერ ეგუება რომ ნამდვილი სიყვარული დაკარგა.კლიპის მთავარი აზრი კი ისაა რომ ქალი ეწინააღმდეგება "ღმერთის" მიერ მოვლენილ შემზარავ რეალობას.თუმცაღა როგორც მოგეხსენაბათ ბრბო ყველაფერს პირდაპირ აღიქვამს და კლიპში რელიგიური ნიშნების უარყოფითათ გამოყენებამ ყველას აფიქრებინა რომ კლიპი სატანისტურია და გაგა მასონია..მაგრამ ვერ ხვდებიან რომ ეს ხელოვნებაა და აქ გამოყენებული სიმბოლოები არა რელიგიურ არამედ ცოტა სხვა რამეზე ამ შემთხვევაში მსუბუქად რომ ითქვას პროტესტზე მიანიშნებს.ფაქტი მაინც ერთია რომ ამ კლიპის შემდეგ მაყურებლებში ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა ლედი გაგას მიმართ.თავად მომღერალი აცხადებს რომ კლიპი ჰომოსექსუალების სიყვარულის ტრფობაზე და დიდებაზეა.ამ კლიპის არაერთგვაროვან შეფასებებში ჭარბობდა აზრი რომ კლიპი ძალიან გავდა მადონას სხვა კლიპებს,თუმცაღა რომ გავითვალისწინოთ ისიც რომ სტივენ კლაინი მადონასთანაც მუშაობდა მივხვდებით რომ კლიპსა და მადონას სურათებს შორის რაღაც "ფერწერული" კავშირი არსებობს..
შეხედეთ მის მაიკაზე არსებულ პენტაგრამის ნიშანს რომელსაც ხშირად იცვამს.
![]() |
Forbes.com-მა გამოაქვეყნა წლის სახელგანთქმულ ადამიანთა სია,სადაც მეოთხე ადგილი შეხვდა Lady GaGa-ს,ასევე გაგამ დაიკავა პირველი ადგილი სოციალურ სივრცეში და ვებ სივრცეშიც.გაგა 62 მილიონის მფლობელია.

არის თუ არა Lady GaGa სატანისტი..?
მომღერალს სატანისტობას აბრალებენ სრულიად საფუძვლიანადაც ,იხილეთ ფოტოები:(იქნებ ეს საქციელიც მორიგი სკანდალისთვის მომზადდა?!)
![]() |
| ანუბისის "ფორმით" |
![]() |
| ნიშანი რომელსაც სატანისტები ხმარობენ,სწორედ ეს ჯესტიკულაცია თითებით 6 ციფრს გამოხატავს (666) |
![]() |
გაგა ამ ყველაფრითაც არ კმაყოფილდება.მან ამჯერად მამაკაცის იმიჯი მოირგო.

დიახ იგი Lady GaGa-ა!






0 comments:
Post a Comment