ეპიტაჟური მომღერლის ცვილისგან გამოძერწილი ფიგურები მადამ ტუსოს მუზეუმის ყველა ფილიალში ერთდროულად დაიდგმება.
ამ სახით, ლედი გაგა ცნობილთა შორის პირველი იქნება, რომლის სკულპტურასაც მუზეუმის მსოფლიოში არსებულ ყველა ფილიალში ერთდროულად გამოფენენ - ლონდონში, ჰოლივუდში, ლას-ვეგასში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ამსტერდამში, ბერლინში, ბანკოკში, ჰონგკონგში და შანხაიში. ეს პროექტი მუზეუმის ისტორიაში ყველაზე ამბიციური და ძვირადღირებულია. ლედის ფიგურა უნიკალური იქნება, რადგან თითოეული ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებული შეიქმნება.
შესაძლებელია, მუზეუმის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ მომღერალმა მოკლე ხანში მოიპოვა პოპულარობა და მსოფლიო აღიარება.
წყარო: Radio.Ge


0 comments:
Post a Comment